Accessibility links

logo-print

ალიევი: შეხვედრა ყარაბაღის გარშემო უშედეგოდ დასრულდა


აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის შესახებ მის სომეხ კოლეგასთან, სერჟ სარქისიანთან გამართული მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ალიევი ამ განცხადებით კიშინიოვში, სარქისიანთან გამართული შევხვედრის შემდეგ გამოვიდა. უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს მთიანი ყარაბაღის საკითხის ირგვლივ. სომხეთის მთავრობას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG