Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანი და ანკარა საფუძველს ჩაუყრიან ურთიერთობის ნორმალიზებას


დღეს სომხეთი და თურქეთი ხელს მოაწერენ დოკუმენტებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებისა და საზღვრების გახსნის შესახებ. დოკუმენტებს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გააფორმებენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედვარდ ნალბანდიანი და მისი თურქი კოლეგა, აჰმეტ დავითოღლუ. ცერემონია თბილისის დროით 7 საათზე დაიწყება. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერნარ კუშნერი. ციურიხში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანას, და ევროპის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელს, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრ სამუელ თავმჯდომარეს ელიან. ხელმოწერის შემდეგ შეთანხმებები ორი ქვეყნის პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ. თურქეთსა და სომხეთს შორის ისტორიული დაძაბულობის მიზეზია პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში ერთ მილიონზე მეტი სომხის დახოცვა. სომხეთი ამას გენოციდს უწოდებს - ანკარა ბრალდებას უარყოფს. დღეს გასაფორმებელი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი ითვალისწინებს პირველი მსოფლიო ომის პერიოდის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნას. სომეხი და თურქი ნაციონალისტები დოკუმენტების გაფორმების წინაააღმდეგ გამოდიან.
XS
SM
MD
LG