Accessibility links

logo-print

თურქეთსა და სომხეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება გადაიდო


თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების და საზღვრების გახსნის შესახებ დოკუმენტების გაფორმება ბოლო მომენტში გადაიდო, ცერემონიაზე წარმოსათქმელი სიტყვების ფორმულირების ირგვლივ გაჩენილი უთანხმოების გამო.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, იან კელეიმ განაცხადა - ”ჩვენ ორ მხარესთან ვმუშაობთ იმ განცხადებებზე, რომლებიც მათ ცერემონიის ბოლოს უნდა გააკეთონო.” დიპლომატების ინფორმაციით, სომეხი ოფიციალური პირების შეშფოთება გამოიწვია განცხადებამ, რომლითადც ცერემონიაზე თურქეთის წარმომადგენლები უნდა გამოსულიყვნენ. დოკუმენტებზე ხელი უნდა მოეწერათ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანს, და მის თურქ კოლეგას, აჰმეტ დავითოღლუს. ცერემონია შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში იყო დანიშნული, სადაც მასზე დასასწრებად შეერთებული შტატების, რუსეთის, საფრანგეთის, და ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ჩავიდნენ.
XS
SM
MD
LG