Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ჯარმა სამხედრო შტაბი ექსტრემისტებისგან გაანთავისუფლა


პაკისტანის ჯარის განცხადებით, მისმა სამხედროებმა უკვე შეიპყრეს ბოლო ექსტრემისტი მათგან, ვინც გუშინ დედაქალაქთან ახლოს, ქალაქ რავალპინდიში სამხედრო შტაბს თავს დაესხა და ათობით პირი მძევლად აიყვანა. გათავისუფლებულია 39 ადამიანი, რომლებიც 22 საათის განმავლობაში იყვნენ ტყვეობაში. შტაბის გათავისუფლების ოპერაცია კვირა დილით დაიწყო. ოპერაციის დროს მომხდარ სროლას სამი მძევალი, ორი სამხედრო და ოთხი ექსტრემისტი ემსხვერპლა. შტაბზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. თავდასხმა დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.
XS
SM
MD
LG