Accessibility links

logo-print

ინდოეთი პაკისტანელი ექსტრემისტებისგან მომდინარე საფრთხეზე საუბრობს


ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნირუპამა რაო, აცხადებს, რომ პაკისტანელი ექსტრემისტები საერთაშორისო თანამეგობრობას რეალურ და მწვავე საფრთხეს უქმნიან. რაოს ამ გაფრთხილებას წინ უძღოდა ხუთშაბათს ქაბულში ინდოეთის საელჩოში მომხდარი აფეთქება, რასაც 17 ადამიანი შეეწირა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. პარასკევს რაომ აფეთქების ადგილი მოინახულა და შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართა შეხვედრები.
XS
SM
MD
LG