Accessibility links

logo-print

კლინტონი: თეირანმა უნდა იმოქმედოს, რათა მსოფლიოს აჩვენოს, რა აქვს განზრახული


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა განუსაზღვრელი დროით არ დაელოდება ირანს, რომ მან ბირთვულ სფეროში თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ნება გამოავლინოს. ლონდონში გამოსვლისას კლინტონი შეეხო ირანის მიერ ურანის გამდიდრების თაობაზე დისპუტს. მისი თქმით, სიტყვები არ არის საკმარისი და თეირანმა უნდა იმოქმედოს, რათა მსოფლიოს აჩვენოს, რა აქვს განზრახული. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა თქვა, რომ ირანს არასოდეს ექნება ამაზე უკეთესი შანსი საიმიოდ, რომ მსოფლიოსთან ურთიერთობები გაიუმჯობესოს. მანამდე ირანის წარმომადგენელმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ურანს გაამდიდრებს კვლევითი რეაქტორისთვის, თუკი უშედეგოდ დასრულდება მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები.
XS
SM
MD
LG