Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში რეგიონული და საოლქო არჩევნები მიმდინარეობს


რუსეთის 83 რეგიონიდან 76-ში არჩევნები მიმდინარეობს. მიმომხილველთა თანახმად, ეს არჩევნები გამოცდაა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისთვის, რომელმაც პირობა დადო, რომ გააძლიერებს დემოკრატიას და დაძლევს მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ლამის მონოპოლისტურ მდგომაროებას. კრიტიკოსების აზრით, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა მისმა წინამორბედმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა მას მერე, რაც ხელისუფლების სათავეში მედვედევი მოვიდა 2008 წლის მაისში.
XS
SM
MD
LG