Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი სომხეთს მოუწოდებს, დატოვოს მთიანი ყარაბაღი


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ სომხეთმა უნდა დატოვოს აზერბაიჯანში ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, იმისათვის, რომ ანკარასა და ერევანს შორის გუშინ გაფორმებული ხელშეკრულება თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცოს. ”თუ სომხეთი აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიიდან არ გავა, თურქეთი ამ საკითხს დადებითად ვერ მოეკიდებაო” - განაცხადა ერდოანმა და დასძინა - ”ჩვენ გვსურს მთიანი ყარაბაღის, და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებიც ასევე გადაწყდეს. თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული პრობლემები გადაიჭრება, მაშინ თურქეთის საზოგადოებასაც გაუადვილდება თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიღება. ამასთან, ეს თურქეთის პარლამენტსაც გაუადვილებს პროტოკოლების დამტკიცებასო.”ანკარასა და ერევანს შორის შაბათს გაფორმებული შეთანხმება ურთიერთობის ნორმალიზებას და საზღვრების გახსნას ითვალისწინებს, თითქმის საუკუნოვანი უთანხმოებისა და დაპირისპირების შემდეგ. აზერბაიჯანმა დღეს მწვავედ გააკრიტიკა თურქეთი ხელშეკრულების გაფორმების გამო.
XS
SM
MD
LG