Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში რეგიონული და საოლქო არჩევნები გაიმართა


რუსეთის მილიონობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა დღეს გამართულ ადგილობრივ არჩევნებში. კენჭისყრას თან სდევდა საჩივრები დარღვევების შესახებ. საერთო ჯამში, მუნიციპალური, რეგიონული და საოლქო პოსტებისთვის დაახლოებით 90 ათასი კანდიდატი იბრძოდა. არჩევნები რუსეთის 83 რეგიონიდან 76-ში გაიმართა - მათ შორის იყო ჩეჩნეთი, და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკები, ისევე როგორც მოსკოვის საქალაქო საბჭო, რომელიც განაგებს ქალაქის 40-მილიარდდოლარიან ბიუჯეტს. დამკვირვებლები და ოპოზიციური კანდიდატები მნიშნვნელოვან დარღვევებზე საუბრობენ - მიუხედავად პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის პირობისა, რომ ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს და დაძლევს მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ლამის მონოპოლისტურ მდგომაროებას. ოფიციალური შედეგები 12 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.
XS
SM
MD
LG