Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთიანი რუსეთი“ მოსკოვის საბჭოს მანდატების 90 პროცენტს მოიპოვებს


წინასწარი შედეგებით მოსკოვის საქალაქო საბჭოში მხოლოდ ორი პარტია მოხვდა - „ერთიანი რუსეთი“ (ხმების 66,12%) და კომუნისტები (13,27%). დანარჩენმა პარტიებმა შვიდპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. შედარებისთის, 2005 წლის დეკემბრის არჩევნებში „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების 47,25% დააგროვა. რუსეთის დედაქალაქის პარლამენტში 35 სადეპუდატო მანდატიდან 17-ს ერთმანდატიანი ოლქები იღებენ, 18 კი პარტიული სიებით ნაწილდება. „ერთიანმა რუსეთმა“ ყველა ერთმანდატიან ოლქში გაიმარჯვა. შესაბამისად, მოსკოვის საქალაქო საბჭოში ისინი 31-32 ადგილს მოიპოვებენ, კომუნისტებს კი 3-4 მანდატი შეხვდებათ.

XS
SM
MD
LG