Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ადგილობრივ არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა


რუსეთში მმართველმა პარტიამ, "ერთიანმა რუსეთმა", დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში. წინასწარი შედეგებით, "ერთიანი რუსეთია" გამარჯვებული პარტია თითქმის ყველგან რუსეთის 76 რეგიონში ჩატარებული მერების, რეგიონული და რაიონული არჩევნების შედეგად. მოსკოვში, წინასწარი შედეგებით, ერთიან რუსეთს 66 პროცენტი ერგო, კომუნისტებს 13. მარტო ამ ორმა პარტიამ შეძლო 7-პროცენტიანი ლიმიტის გადალახვა მოსკოვის საკრებულოს მანდატების მოსაპოვებლად. ლიბერალური პარტია "იაბლოკო" - აქამდე ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც საკრებულოში იყო წარმოდგენილი - მანდატის გარეშე დარჩა. ოპოზიციის კანდიდატებისა და არჩევნების მეთვალყურეების შეფასებით, არჩევნების დროს მთელს რუსეთში დაფიქსირებული დარღვევები აჩვენებს, რომ პრეზიდენტი დმიტრი მედვედეი არ ასრულებს დაპირებას დემოკრატიის განმტკიცების შესახებ.
XS
SM
MD
LG