Accessibility links

პაკისტანში აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


პაკისტანში, სავარაუდოდ, თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, აფეთქება მიმართული იყო სამხედრო ბადრაგის წინააღმდეგ, როცა ის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე შანგლის რაიონში ბაზრის ტარიტორიაზე მიდიოდა. პროვინციის ინფორმაციის მინისტრის ცნობით, დაჭრილია 45 ადამიანი, დაღუპულების უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. იუწყებიან აგრეთვე, რომ პაკისტანის თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა გასული კვირის მიწურულს არმიის შტაბბინაზე მოწყობილი იერიშისთვის, რომელმაც, სულ ცოტა, 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG