Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი ჩრდ.ირლანდიას მოუწოდებს, ბოლომდე მიიყვანოს სამშვიდობო პროცესი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჩრდილოეთ ირლანდიას მოუწოდა, ბოლომდე მიიყვანოს სამშვიდობო პროცესი, რომელსაც, კლინტონის თქმით, აშშ ყველანაირად ხელს შეუწყობს. ამ შინაარსის განცხადება კლინტონმა ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ბრიტანეთის მომხრე და მოწინააღმდეგე ირლანდიელებს შორის მრავალწლიანი დაპირისპირების შედეგად 3600-ზე მეტი ადამიანი იყო დაღუპული, ვიდრე სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდებოდა 1998 წელს. მაგრამ დავა პოლიციის ფუნქციის გარშემო საფრთხეს უქმნის კოალიციურ მთავრობას, რომელიც 2 წლის წინ შეუდგა მუშაობას. ბელფასტიდან კლინტონი რუსეთში ჩადის.
XS
SM
MD
LG