Accessibility links

სომხეთის პრეზიდენტი ოთხშაბათს თურქეთს ეწვევა


სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ადასტურებს, რომ ოთხშაბათს ეწვევა თურქეთს საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად - რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ისტორიულ შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ. სარქისიანის თქმით, მან მიიღო თურქი კოლეგის, აბდულა გიულის მოწვევა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე. საქმე ეხება საპასუხო მატჩს, პირველს კი, რომელიც შარშან ერევანში გაიმართა, გიული დაესწრო. სომხეთმა და თურქეთმა შაბათს მოაწერეს ხელი შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების და საზღვრის გახსნის შესახებ, თუმცა შეთანხმება ორივე ქვეყნის პარლამენტებში უნდა იქნეს რატიფიცირებული.
XS
SM
MD
LG