Accessibility links

logo-print

თარგამაძე ევროვნული უშიშროების საბჭოს რეორგანიზაციას ითხოვს


ეროვნული უშიშროების საბჭოს რეორგანიზაციის წინადადებასა და ხედვას ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დღეს უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე წარადგენს. პარტიის ლიდერს გიორგი თარგამაძე მიაჩნია, რომ მოქმედ უშიშროების საბჭოს არ აქვს საკმარისი რესურსი და შესაძლებლობა უწყებათაშორის კოორდინაციისთვის, საბჭოს სტრუქტურა არ არის კარგად ორგანიზებული და ამის გამო, ფორსმაჟორულ სიტუაციებში საბჭო დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. მისივე თქმით, მათი ეს შეფასება აგვისტოს ომის დროს დადასტურდა, როდესაც საბჭომ არაეფექტურად იმუშავა.
XS
SM
MD
LG