Accessibility links

logo-print

ჩინეთში სიკვდილი მიუსაჯეს 6 პირს სინიანში არეულობასთან დაკავშირებით


ჩინეთში, სინიანის რეგიონში ივლისის არეულობასთან დაკავშირებით სიკვდილი მიუსაჯეს 6 პირს. საინფორმაციო სააგენტო "სინხუას" ცნობით 6 მამაკაცი დამნაშავედ სცნეს მკვლელობებსა და სხვა დანაშაულებში. მეშვიდე მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. საინფორმაციო სააგენტოები მამაკაცების გვარების გამო ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება მუსულმანი უიღურების ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. არეულობამ სინიანის რაიონში 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG