Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში 7 შეიარაღებული პირი და 3 პოლიციელი დაიღუპნენ


დღეს ინგუშეთში ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობაში 7 შეიარაღებული პირი და სამი პოლიციელი დაიღუპნენ. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ოპერაცია, რომლის მსვლელობაშიც უშიშროების ძალები 30-მდე ექსტრემისტს დაუპირისპირდნენ, ჩეჩნეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე 4 სოფელში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ოპერაციაში ჩეჩნეთის პოლიციაც მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG