Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერი არასოდეს დაუშვებს ისრაელების საომარი დანაშაულისთვის გასამართლებას


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ის არასოდეს დაუშვებს, რომ ქვეყნის რომელიმე ლიდერი, ან სამხედრო პირი, საომარი დანაშაულისთვის სასამართლოს წინაშე წარდგეს. ნეტანიაჰუმ პარლამენტის ზამთრის სესიის გახსნაზე გაბრაზებულმა ილაპარაკა გაეროს ანგარიშის შესახებ, რომელშიც ისრაელი ბრალდებულია საომარ დანაშაულში შარშან ღაზის სექტორში ომის დროს მოქმედების გამო. ნეტანიაჰუს თქმით, ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას.
XS
SM
MD
LG