Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი ალ-ყაიდაზე უკეთესად ფინანსდება


აშშ საფინანსო უწყების ცნობით, ავღანეთში თალიბანს გაცილებით უკეთეს ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ალ ყაიდას. დევიდ კოენი, ტერორისტთა დაფინანსების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ თალიბანი ფულს ართმევს ფერმერებსა და ჰეროინის გადამზიდავებს. ამას გარდა, თალიბანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფულს სძალავს ავღანეთში კანონიერად მომუშავე ბიზნესმენებსაც. კოენის თანახმად, ალ ყაიდა ფინანსურად შებოჭილია და ის თანდათან კარგავს გავლენას.
XS
SM
MD
LG