Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი ჩინეთშია


რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომელთა საერთო ღირებულება 3,5 მილიარდი დოლარია. ჯერ კიდევ გრძელდება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა. შეთანხმებებს ვლადიმირ პუტინის ვიზიტისას მოეწერა ხელი. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ჟუკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს ხელმოწერილი დოკუმენტების საფუძველზე ჩინეთი რუსულ ბანკებს ორ 500 მილიონიან კრედიტს გამოუყოფს. რაც ეხება ენერგეტიკას, საუბარი იყო გაზი-ვალების სანაცვლოდ პრინციპით შეთანხმებაზე. რუსეთის პრემიერ მინისტრი ჩინეთში თავის კოლეგასა და ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდება. ოთხშაბათს კი პუტინი მონაწილეობას მიიღებს ”შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” შეკრებაში. ჩინეთში ვიზიტისას პუტინს ასამდე ბიზნესმენი ახლავს. ჩინეთი რუსეთის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირის შემდეგ. გასულ წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა და მან თითქმის 56 მილიარდი დოლარი შეადგინა.
XS
SM
MD
LG