Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სახელმწიფო მდივანი რუსეთში მოლაპარაკებებს მართავს


აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოსკოვში ორშაბათს გვიან ჩავიდა. თავდაპირველად ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. დღეს დმიტრი მედვედევს შეხვდება. შეხვედრის წინ აშშ ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი აპირებს დაარწმუნოს რუსეთი ირანის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში ”ზეწოლის საგანგებო ზომების” გამოყენების საჭიროებაში. კვირას კლინტონმა განაცხადა, რომ მსოფლიო ”უსასრულოდ არ დაელოდება” ირანისგან მტკიცებულებებს, რომ ეს ქვეყანა არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შორის არის: ავღანეთი, ანტისარაკეტო დაცვა, ჩრდილოეთი კორეა. რუსეთში ვიზიტისას ჰილარი კლინტონი ქალაქ ყაზანსაც ეწვევა.
XS
SM
MD
LG