Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ჩინეთმა გააფორმეს წინასწარი შეთანმხება გაზით მომარაგების შესახებ


რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს წინასწარ შეთანხმებას რუსეთის გაზით ჩინეთის მომარაგების შესახებ. რუსეთის “გაზპრომისა” და ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის კონტრაქტი იყო ერთ-ერთი მრავალრიცხოვან კონტრაქტებს შორის, რომლებიც პეკინში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს გააფორმეს. “გაზპრომის” ხელმძღვანელ ალექსეი მილერის განცხადებით, კონტრაქტი ითვალისწინებს ჩინეთისთვის წელიწადში 70 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას, მაგრამ ფასი ჯერ არ არის განსაზღვრული და ჯერ არც ხელშეკრულება გაუფორმებიათ. დღესვე უფრო ადრე პუტინის მოადგილე ალექსანდრ ჟუკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის კომპანიებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტებს, რომელთა ღირებულებაც 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG