Accessibility links

კლინტონის განცხადებით, საქართველოს საკითხში აშშ-სა და რუსეთს შორის უთანხმოება რჩება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოსკოვში რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაასახელა რამდენიმე საკითხი, რომლებშიც რუსეთთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. მათ შორის იყო მუშაობა ბირთვული გაუვრცელებლობის ახალ ხელშეკრულებაზე, ავღანეთთან დაკავშირებულ საკითხებზე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანთან დაკავშირებით კლინტონმა განაცხადა, რომ ჯერ არ დამდგარა ირანის ბირთვული პროგრამის გამო მის წინააღმდეგ სანქციების შემოღების დრო, მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე. კლინტონმა უთანხმოების გამომწვევი საკითხიც დაასახელა: “ჩვენ ვერ შევთანხმდებით, მაგალითად, საქართველოზე. ჩვენი აზრები, უბრალოდ, განსხვავდება. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, მაგრამ ვაპირებთ, განვაგრძოთ მუშაობა ყველა სხვა მიმართულებით, რომლებშიც ვთანხმდებით”.
XS
SM
MD
LG