Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს


რუმინეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის ცენტრისტულ, უმცირესობის მთავრობას. ნდობის საკითხზე დღეს გამართული კენჭისყრის დროს მთავრობის წინააღმდეგი იყო 258, მომხრე კი 176 დეპუტატი. ცენტრისტულმა და მემარცხენე ოპოზიციურმა ძალებმა ნდობის საკითხი წამოჭრეს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ემილ ბოკის კოალიციური კაბინეტი მიმდინარე თვეში დაიშალა. ცენტრისტები ხელისუფლებაში დარჩებიან, ვიდრე პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებდეს.
XS
SM
MD
LG