Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში პოლიტიკური აქტივობაა


ქუთაისი
ქუთაისი
ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სამსონ გუგავა ბიუჯეტის ხარჯზე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საზღვარგარეთ ვიზიტებს აპროტესტებს. მისი თქმით, თვითმმართველობამ მივლინების თანხები კანალიზაციის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულ დაფინანსებას ჩამოაჭრა.

ნატო ქათამაძემ, რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მერია ჯერ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო გააკრიტიკა, მოგვიანებით საჯარო სკოლების სამეთვალყურეო საბჭოებში მერიის მიერ ნაციონალური მოძრაობის წევრების დანიშვნა გააპროტესტა. ნატო ქათამაძის ვარაუდით, ქუთაისის თვითმმართველობამ არჩევნების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო.

რესპუბლიკელების ბრალდებას ქუთაისის მერმა ნუგზარ შამუგიამ უპასუხა.“ყველა კანდიდატურა შევარჩიეთ მისი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით. აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელების შენიშვნები მიუღებელია. არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე შეიძლება იყოს ვინმეს ნათესავი ან ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მთავარია, დანიშნულმა პიროვნებამ საქმე იცოდეს“, – განაცხადა შამუგიამ.

ლეიბორისტებსა და რესპუბლიკელებს ბრიფინგების სიხშირით არც მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ქუთაისელი ლიდერი შოთა ბურჯანაძე ჩამორჩება. თუმცა ის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ სახელმწიფო იმერელ გლეხს რთველში არ ეხმარება. ბურჯანაძე პრეზიდენტის მიერ დაპირებულ უცხოურ ინვესტიციებსა და ახალ სამუშაო ადგილებს ბლეფს უწოდებს.

ქუთაისში ეკონომიკის განვითარების არც ადგილობრივ კონსერვატორებს სჯერათ. მათ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე აქცია გამართეს.
XS
SM
MD
LG