Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ჯანდაცვის რეფორმა ძალას იკრებს


აშშ-ის სენატის მნიშვნელოვანმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჯანმრთელობის დაცვის ფართომასშტაბიან რეფორმას, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მთავარ საშინაო პრიორიტეტად მიიჩნევა. სენატის ფინანსურმა კომიტეტმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, ცვლილებებს 14 ხმით დაუჭირა მხარი ცხრის წინააღმდეგ. ოლიმპია სნოუ პირველი რესპუბლიკელი სენატორი გახდა, რომელმაც ხმა მისცა ჯანდაცვის რეფორმირების სასარგებლოდ.

XS
SM
MD
LG