Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონმა “ეხო მოსკვის” ეთერში საქართველოს უსაფრთხოებაზე ისაუბრა


ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დახმარებას, მაგრამ არ აპირებს აქ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ელემენტების განთავსებას. ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა რადიო “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში. „ არ მაქვს მიზეზი ვიფიქრო, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ელემენტები საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდება”, - განაცხადა კლინტონმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების კომენტირებისას. ქართული არმიის დახმარებასთან დაკავშირებით კი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა: “ჩვენ დავეხმარებით ქართველ ხალხს, რათა მათ იგრძნონ, რომ თავის დაცვა შეუძლიათ”. მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვედრისას მისთვის ქართული არმიის დახმარების თაობაზე კითხვა არ დაუსვამს. “ვფიქრობ, მან იცოდა პასუხი და ამიტომ არ მკითხა”, - განმარტა ჰილარი კლინტონმა.

XS
SM
MD
LG