Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქრისტიან-დემოკრატები“: ადგილობრივი არჩევნები შეიძლება ჩაიშალოს


პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე ამობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შესაძლოა ჩაიშალოს და ამის მიზეზად ახალ საარჩევნო კანონმდებლობას ასახელებს. მისი თქმით კოდექსის პროექტი ოქტომბრის ბოლომდე უნდა იყოს მზად, რათა ნოემბერში ვენეციის კომისიაში გაგზავნა მოესწროს, დეკემბერში კი პარლამენტმა დაიწყოს განხილვა. არადა, ლევან ვეფხვაძის აზრით, ახალი საარჩევნო კოდექსის ოქტომბრის ბოლომდე შემუშავება შეიძლება ვერ მოასწრონ. ამასთან, ვიცე-სპიკერი არ აკონკრეტებს შეფერხების დეტალებს და ამის მიზეზად ეთიკის კოდექსზე ხელმოწერას ასახელებს, რომლის თანახმადაც, პოლიტიკოსებს საარჩევნო კოდექსზე მუშაობის დასრულებამდე კონკრეტულ საკითხებზე მედიასთან საუბარი ეკრძალებათ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 30 მაისისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG