Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში წელს მილიარდს გადააჭარბა მშივრების რიცხვმა


გაეროს სააგენტოების ცნობით, 2009 წელს მსოფლიოში მილიარდს გადააჭარბა მშივრების რიცხვმა, რაც 100 მილიონით მეტია წინა წელთან შედარებით. ამ მატების ძირითად მიზეზად სასურსათო კრიზისს და იმავდროულ გლობალურ ეკონომიკურ დაღმასვლას ასახელებენ. თუმცა კრიზისამდეც, გაეროს ცნობით, ათწლიან პერიოდში სულ უფრო მატულობდა საკვების ნაკლებობის პრობლემის მქონე ადამიანების რიცხვი, რითაც ბოლო მოეღო გასული საუკუნის 80-ან და 90-ანი წლების დასაწყისის დადებით ტენდენციას.
XS
SM
MD
LG