Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დღეს, მოსკოვის უნივერსიტეტში გამოსვლისას, სტუდენტებს უთხრა, რომ მათი ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებული იქნება მათს მზადყოფნაზე, დაიცვან ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის თავისუფლება, ხმა აიმაღლონ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. “რაც უფრო ღია გახდება რუსეთი, მით უფრო მეტად შეძლებს თანამშრომლობას. რაც უფრო აქტიური და დინამიური პოლტიკური სისტემა გექნებათ, მით უფრო მეტი ნიჭი და ყველას აზრი გაერთიანდება და მივიღებთ უკეთეს პასუხებს პრობლემებზე, რომელთა წინაშეც ყველანი ვდგავართ”, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მოგვიანებით ჰილარი კლინტონი თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში გაემგზავრება. გუშინ ის მოსკოვში შეხვდა საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს.
XS
SM
MD
LG