Accessibility links

logo-print

რუსი პარლამენტარები პროტესტს გამოთქვამენ ადგილობრივი არჩევნების გამო


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დღეს პროტესტის ნიშნად დატოვეს “ერთიანი რუსეთის” გარდა ყველა დანარჩენი პარტიის წარმომადგენლებმა. პარლამენტარების პროტესტი მიმართულია კვირას გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. ოპოზიციონერი დეპუტატები ირწმუნებიან, რომ არჩევნების პროცესში, რომელმაც “ერთიან რუსეთს” დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა, მრავალი დარღვევა დაფიქსირდა. ხელისუფლება კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. სახელმწიფო სათათბიროში “ერთიანი რუსეთი” დომინირებს, მაგრამ მანდატები აქვს კიდევ სამ პარტია - ლიბერალ-დემოკრატებს, კომუნისტებს და პარტიას “სამართლიანი რუსეთი”.
XS
SM
MD
LG