Accessibility links

კლინტონმა მოსკოველ სტუდენტებთან შეხვედრის დროს საქართველოზეც ისაუბრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დღეს საქართველოზეც ისაუბრა მოსკოვის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის დროს. მან საქართველოში კონფლიქტი დაასახელა თემად, რომელზეც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის აზრთა სხვაობა სუფევს. მთავარ საერთო ამოცანად კოლინტონმა კონფლიქტის განუახლოებლობაზე ზრუნვა დაასახელა და გაიხსნა, რომ როცა სახელმწიფო მდივანი გახდა, ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, ნატო-რუსეთის საბჭო სხდომებს აღარ მართავდა, კლინტონის სიტყვებით "ძალიან ძლიერი ემოციების გამო, რომლებიც ბევრში გამოიწვია იმან, რაც საქართველოში მოხდა. ჩემი პოზიცია იყო: შესაძლოა აზრთა სხვაობა გვქონდეს იმაზე, რაც საქართველოში მოხდა, მაგრამ ერთმანეთთან საუბარი არ უნდა შევწყვიტოთ." ჰილარი კლინტონი უკვე ჩავიდა ყაზანში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებს.
XS
SM
MD
LG