Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს შეატყობინებენ ბალისტიკური რაკეტების გასროლის გეგმებს


რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის შესაბამისადაც ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ბალისტიკური რაკეტების გასროლის გეგმებზე. დოკუმენტი გააფორმეს პეკინში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ამ შეთანხმებას უწოდა “ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი” რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთნდობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG