Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი დამატებით 500 ჯარისკაცს გააგზავნის ავღანეთში


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ "პრინციპში თანახმაა" ავღანეთში დამატებით 500 ჯარსიკაცის გაგზავნაზე, მთავარი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში. ავღანეთში ამჟამად 9000-მდე ბრიტანელი ჯარისკაცია განთავსებული - სიდიდით მეორე კონტინგენტი, აშშ-ის კონტინგენტის შემდეგ. გორდონ ბრაუნმა დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ დამატებით ჯარსიკაცებს გააგზავნიან, თუ მათ ექნებათ სათანადო აღჭურვილობა, თუ ნატოელი მოკავშირეებიც გაზრდიან სამხედროების რიცხვს და თუ მეტი ავღანელი ჯარისკაცი გაიწვრთნება. დღეს უფრო ადრე, ბრაუნმა პატივი მიაგო ავღანეთში ივლისის მიწურულის შემდეგ დაღუპული 37 ბრიტანელი ჯარისკაცის ხსოვნას.
XS
SM
MD
LG