Accessibility links

აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ


აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია “სოკარმა” დღეს ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ. “სოკარისა” და რუსეთის კომპანია “გაზპრომის” ხელმძღვანელებმა როვნაგ აბდულაევმა და ალექსეი მილერმა კონტრაქტს ხელი მოაწერეს ბაქოში გამართულ ცერემონიაზე. შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს ივნისში, აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს. შეთანხმება ითვალისწინებს იანვრიდან რუსეთისთვის წელიწადში 500 მლნ კუბური მეტრი გაზის მიყიდვას. ფასის შესახებ კვარტალში ერთხელ შეთანხმდებიან, მსოფლიო ბაზარზე ფასების გათვალისწინებით.
XS
SM
MD
LG