Accessibility links

რუსეთი ჩინეთს 70 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის


რუსეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მიაღწიეს შეთანხმებას მომავალში ჩინეთში რუსეთის გაზის მიწოდების ფასის ფორმულაზე. რუსეთის ”გაზპრომი” და ჩინეთის ნავთობის სახელმწიფო კორპორაცია შეთანხმდნენ, რომ ბუნებრივი აირის ფასი მიბმული იქნება აზიის ბაზარზე ნავთობის ფასზე. ორი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ რუსეთი წელიწადში დაახლოებით 70 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის ჩინეთს. რუსეთს სურდა ჩინეთისთვის იმავე ფასში მიეყიდა გაზი, რა ფასშიც ევროპის ქვეყნებს აწვდის, თუმცა, ჩინეთი გაცილებით დაბალ ფასს ითხოვდა. ჩინეთში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ფასის ფორმულა პრინციპულად შეთანხმებულია.
XS
SM
MD
LG