Accessibility links

logo-print

კიშინიოვის ცენტრში აფეთქებას 40 ადამიანის დაშავება მოჰყვა


დაახლოებით 40 ადამიანის დაშავდა მოლდავეთის დედაქალაქის, კიშინიოვის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება ოთხშაბათს გვიან საღამოს მოხდა, როცა ათასობით ახალგაზრდა ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტზე დასასწრებად იყო თავმოყრილი. კიშინიოვში ქალაქის დაარსებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრ ვიქტორ კატანის თქმით, წინასწარი გამოძიებით გაირკვა, რომ აფეთქება სამხედრო ტიპის ყუმბარამ გამოიწვია. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია აფეთქება ხულიგნების მოწყობილი იყო, ტერორისტების, ის უყურადღებობამ გამოიწვია, თუ ის რაიმე სხვა მიზეზით მოხდა.
XS
SM
MD
LG