Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართლი 2”-ის აფეთქება ტერორისტულ აქტად შეფასდა


"ქართლი 2"-ზე მომხდარი აფეთქება ტერორისტულ აქტად შეფასდა და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. წინასწარი ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი აფეთქებებისგან გამოწვეული ზარალი 100 000 ლარს აღემატება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ”ანძებზე დამონტაჟებულ იყო ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, რომელიც დისტანციური მართვის მოწყობილობით” ამოქმედდა.
ხაშურის რაიონის სოფელ წაღვლთან, რომელიც ზნაურის რაიონის ოსურ სოფლებს ესაზღვრება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ”ქართლი 2”-ის ანძები დივერსიული აქტის სამიზნე 14 ოქტომბერს, დაახლოებით შუაღამის 2 საათზე გახდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებები განახორციელა დივერსიულმა ჯგუფმა, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოვიდა. თავის მხრივ, ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს.
რამდენიმე ძლიერი აფეთქების მიუხედავად, ანძები არ წაქცეულა, თუმცა საკმაოდ დაზიანდა. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ინფორმაციით, მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგება არ შეფერხდება. დაზიანებული ანძების აღდგენითი სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.
XS
SM
MD
LG