Accessibility links

logo-print

თბილისი მოსკოვთან დიალოგს ერთი პირობით დასთანხმდება


ვიდრე რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს არ დატოვებს, თბილისი მოსკოვთან საუბარს არ აპირებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ლონდონში ვიზიტისას ბიბისის რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ სახლში შემოგვივარდნენ, ჩვენი საცხოვრებელი ფართის ნაწილი დაიკავეს და აცხადებენ, რომ ამას უნდა შეეგუოთო. ჩვენ რუსეთთან საუბრის დაწყებაზე მაშინ ვიფიქრებთ, როცა რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს”, - აღნიშნა ვაშაძემ.
გირგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში 11-14 ოქტომბერს იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG