Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატები ”პატრიოტის აქტს” ეწინააღმდეგებიან


საპარლამენტო ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატები” კატეგორიულად ეწინააღმდეგება ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” ლიდერის გია თორთლაძის ინიციატივას - "პატრიოტის აქტი”.
”ეს დოკუმენტი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სპეცსამსახურების პოლიტიზირების ლეგალიზაციისთვის... ამ მექანიზმებს იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის”, - აღნიშნა 15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ.
გია თორთლაძის მიერ ინიცირებული ”პატრიოტის აქტი”, წინასწარი ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში მოქმედი მსგავსი დოკუმენტის ანალოგი იქნება. ”პატრიოტის აქტი” დამატებით უფლებებს ანიჭებს სპეცსამსახურებს, რათა მათ მოიპოვონ ამა თუ იმ პირის ოფიციალური თუ პერსონალური ხასიათის მასალები, მათ შორის: სატელეფონო საუბრები და ელექტრონული ფოსტის წერილები.
ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე გია თორთლაძე ინიციატივაზე მუშაობას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG