Accessibility links

ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება


არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყებას აპირებს. “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ეკა ბესელია ”შეურიგებელი ბრძოლის” საბოლოო მიზნად ”სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟსა და შეცვლას” ასახელებს.
15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მან ჩამოთვალა ოპოზიციური გაერთიანებები, რომლებიც ხსენებულ ბრძოლაში ჩაერთვებიან - ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”, ”ეროვნული ფორუმი”, სალომე ზურაბიშვილის ”საქართველოს გზა” და “კონსერვატიული პარტია”. “ამ გაერთიანების კარი გახსნილი იქნება ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფისთვის”, - აღნიშნა ბესელიამ.
XS
SM
MD
LG