Accessibility links

პაკისტანში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ჩრდილოდასავლეთის ქალაქ ფეშავარში დღეს ბომბი აფეთქდა, რასაც ერთი ბავშვის სიკვდილი, და რამდენიმე ადამიანის დაშავება მოჰყვა. ამ აფეთქებამდე ქალაქ ლაჰორსა და შფოთიან ჩრდილოდასავლეთის რეგიონში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს პოლიციის სადგურებზე და ორ საწვრთნელ ცენტრზე, და თითქმის 30 ადამიანი იმსხვერპლეს. ლაჰორში თავდასხმები შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს, ჩრდილოდასავლეთის ქალაქ კოჰატში კი დანაღმული მანქანა აფეთქდა. უკანასკნელ დღეებში პაკისტანში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. მთავრობა ავღანეთის საზღვართან ახლოს, სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში ექსტრემისტების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG