Accessibility links

logo-print

რუმინეთის პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა


რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაიან ბასესკუმ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ეკონომისტი ლუციან კროიტორუ წარადგინა. ქვეყნის პარლამენტმა სამშაბათს დაითხოვა პრემიერ-მინისტრ ემილ ბოცის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა. როგორც ვარაუდობენ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალ კანდიდატურას დღეს მოგვიანებით უყრიან კენჭს. კროიტორუ ამჟმად რუმინეთის ცენტრალურ ბანკში მრჩევლად მუშაობს. უწინ ის რუმინეთის წარმომადგენელი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

XS
SM
MD
LG