Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა CNN-ის მაყურებელთა შეკითხვებს უპასუხა


ამერიკულ ტელეგადაცემის მაყურებელთა შეკითხვებზე პასუხისას მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომზე და რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ილაპარაკა. „მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა, ჩვენს მოქალაქეებს არ გასჩენიათ ზიზღი რუსების მიმართ. ანალოგიური განწყობაა რუსეთშიც. რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველების მიმართ დადებითად არის განწყობილი და მოვლენებს ობიექტურ შეფასებას აძლევს" - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მაყურებლის შეკითხვაზე ოპოზიციისთვის ეთერის შეზღუდვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, - „საქართველოში 27 დამოუკიდებელი ტელეარხია. ყოველ დღე გადის ათობით პოლიტიკური თოქ შოუ. ჩვენ უფრო პოლიტიზებული ქვეყანა ვართ, ვიდრე ბევრი აღმოსავლეთ თუ ცენტრალური ევროპის ქვეყანა და მე ამას მივესალმები“.

XS
SM
MD
LG