Accessibility links

logo-print

ავღანეთში 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში გზის პირას ბომბის აფეთქების შედეგად ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ნატოს მრავალეროვანი ძალების განცხადებით, ორი ჯარისკაცი სამშაბათს, აფეთქებისთანავე დაიღუპა, ორი კი მოგვიანებით, ჭრილობების შედეგად. სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. ამით 25-მდე გაიზარდა ავღანეთში მიმდინარე თვეში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი.
XS
SM
MD
LG