Accessibility links

logo-print

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ჯარისკაცს საქართველოსთვის ომის დროს ინფორმაციის მიწოდების გამო


რუსეთში სამხედრო სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა სერჟანტ ჯემალ ნაკაიძეს, რომელიც დამნაშავედ სცნო საქართველოსთვის გასული წლის ომის დროს საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში. პროკურორების განცხადებით, ნაკაიძე საქართველოს უშიშროების სამსახურმა გადაიბირა ფულით და ბათუმში ბინით უზრუნველყოფის დაპირებით. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. როგორც გამომძიებლები აცხადებეთ, ნაკაიძე საქართველოს უშიშროების სამსახურს სამხედრო ინფორმაციას აწვდიდა 2008 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე.
XS
SM
MD
LG