Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემოწმებას, შესაძლოა, მეორე ტური მოჰყვეს


ავღანეთში არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების გამოძიების შედეგად, როგორც იუწყებიან, დადგინდა, რომ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ერგო ხმების არა 54,6 პროცენტი, როგორც არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, არამედ 50 პროცენტზე ნაკლები. გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ცნობით, საჩივრების კომისიამ 47 პროცენტამდე დაიყვანა 20 აგვისტოს არჩევნებში კარზაის მიერ მოპოვებული ხმები, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა არჩევნების მეორე ტურის გამართვა კარზაის და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაჰ აბდულაჰის მონაწილეობით. საჩივრების კომისია, რომელიც გაეროს ეგიდით მუშაობს, სავარაუდოდ, შაბათს გამოაქვეყნებს თავის დასკვნებს.
XS
SM
MD
LG