Accessibility links

logo-print

ყაზახეთში დასრულდა რეგიონული ორგანიზაციის სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნები


ყაზახეთში დასრულდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ახალი, სწრაფი რეაგირების ძალების პირველი მასშტაბური წვრთნები. მანევრებს დაესწრნენ ყაზახეთის, რუსეთის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები. ამ ორგანიზაციის კიდევ ორი წევრის, ბელორუსიის და უზბეკეთის პრეზიდენტები ყაზახეთში არ ჩასულან. ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, წვრთნების მიზანია სწრაფი რეაგირების ძალების გამოცდა და შეიარაღებულ ძალებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG