Accessibility links

გიორგი ბარამია: მასწავლებლები ქართული წიგნების გამო სცემეს


გიორგი ბარამია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე

გიორგი ბარამია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე

გალის რაიონის სოფელ თაგილონში, დღეს დილით, მასწავლებლები სცემეს.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას თქმით, ერთ-ერთი პედაგოგის, ოკუჯავას ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და იგი გალის რაიონის საავადმყოფოშია. ”რუსი ოკუპანტები არ აძლევენ ნებას, რომ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანონ”, - ამბობს გიორგი ბარამია და შიშობს, რომ დაზარალებული პედაგოგის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით პედაგოგების ცემის მიზეზი ქართული წიგნები გახდა: ”რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ სკოლაში და მას შემდეგ, რაც იქ ქართული წიგნები აღმოაჩინეს, სასტიკად სცემეს პედაგოგები”.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისგან განსხვავებით, თაგილონის მკვიდრი რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ სკოლის თანამშრომლები მართლაც სცემეს, მაგრამ არა სკოლაში, არა ქართული წიგნებისთვის და არა რუსმა ჯარისკაცებმა. იგი ამბობს, რომ სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი და სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი აფხაზებმა სცემეს სკოლიდან მოშორებით შელაპარაკების ნიადაგზე. მისივე თქმით, დაზარალებულებს ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ.
XS
SM
MD
LG