Accessibility links

საქართველო საუბრის უცვლელი თემაა კრემლში


დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ საუბრობდნენ. ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს საგანგებო წარმომადგენლები - პიერ მორელი, იოჰან ვერბეკე და ხარლამპოს ხრისტოპულოსი - ჟენევის მოლაპარაკებათა მნიშვნელობაზე, 11 ნოემბერს დანიშნულ მორიგ რაუნდზე და ინცინდენტების პრევენციის მექანიზმების სრულყოფილად ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. მოსკოვში ითქვა, რომ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG